კერძები ფრინველის ხორცისაგან საცივი – საახალწლო სუფრის სიამაყე ყველაფერი მის შესახებ 2017, 25 დეკემბერი, 0:09 ![]() ![]() 1. საშუალო ზომის ინდაური ან დიდი ზომის ქათამი.(2კგ-მდე) 2.800გრ-მდე ნიგოზი, სასურველია ღია ფერის 3.1-2 თავი ხახვი 4. 1სკ უცხო სუნელი 5.2სკ. ყვითელი ყვავილი 6. 1 ჩკ. მიხაკი 7. 1ჩკ. დარიჩინი 8. ნახევარი ჩკ ქინძი 9.2 კბილი ნიორი და წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით მომზადების წესი: ჯერ მოხარშეთ და შემდეგ აირ-ღუმელში შეწვით ინდაური ან ქათამი. ნიგოზი და ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული მასა სანელებლებთან ერთად კარგად აზილეთ მანამ, სანამ იგი ცხიმს არ გამოყოფს, რომელიც ცალკე უნდა შეინახოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ბულიონის ცხიმში.დამუშავებულ ნიგოზს დაასხით მდუღარე ბულიონი, აურიეთ სასურველ სისქემდე.გაითვალისწინეთ, გაციების შემდეგ მიღებული მასა ცოტათი კიდევ შესქელდება.გემოვნებით დაამატეთ წიწაკა და მარილი.გაგრილების შემდეგ ჩააწყვეთ მასში ფრინველის პატარ–პატარა ნაჭრები.სუფრაზე მიტანამდე კი მანამდე გადანახული ზეთი მოასხით. თქვენთვის საინტერესო სტატიები: 1.ახალი წელი ქართველებისათვის 2.სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თაფლის შესახებ 3.როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში? 1124 5-ს მოსწონს
|